Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავე ფასილიტაციის მასალების მომზადებაზე, დავწერე ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე ცხრილი, ჟურნალი,მოვამზადე ფასილიტაციის პრეზენტაცია. გადავხედე პორტფოლიოს და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Saturday, February 27, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ჩემი სასწავლო პროექტის „გურია საქართველოს ულამაზესი მხარეა“ პორტფოლიო.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავამთავრე  ბუკლეტი  მშობლებისთვის.გავეცანი მეექვსე მოდულს, რომელიც ითვალისწინებს დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებებისათვის.მუშაობისას გავითვალისწინე რა სჭირდება მოსწავლეებს რომ ისწავლონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია. გავიაზრე და გავეცანი სწავლების სხვადასხვა  სტილს.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე  მოსწავლის   სავარაუდო  ნაშრომი  ,შევქმენი  გაზეთი. განვიხილეთ  შეფასების   პროცესში  მოსწავლეთა  ჩართვასთან   დაკავშირებით  პოტენციური  სირთულეები  და  ვიმსჯელეთ   მათი   დაძლევის  გზებზე.მადლობა  ტრენერს.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

Saturday, February 20, 2016

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი ,,გურია“

ტრენინგის მეხუთე დღე.

დღევანდელი  დღე  საკმაოდ  დატვირთული  იყო.შევისწავლეთ   ინტერნეტით სარგებლობა სწავლების  პროცესის    ხელშეწყობისა  დაგამრავალფეროვნებისთვის.ასევე  გავეცანით  როგორ  გამოვიყენოთ  საავტორო   უფლებებით  დაცული  მასალები.შევისწავლეთ  ძიების  სისტემის   ეფექტური  გამოყენება  სასარგებლო   ონლაინმასალების   უზრუნველსაყოფად.    ვიმუშავე    მოსწავლის    პრეზენტაცაზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით  შეფასების   სხვადასხვა  ფორმას,მოვიფიქრეთ  როგორ  გამოვიყენებთ  ამ მეთოდებს  ჩვენს  თემაში.დავფიქრდით    შეფასების   შესაბამისი   სტრატეგიების ტიპებზე ,ავირჩიეთ  მოსწავლეზე   ორიენტირებული შეფასების სტრატეგიები.გამოვიყენებთ  როგორც  განმავითარებელ ისე განმსაზღვრელ  შეფასებებს.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

ძალიან  საინტერესო  იყო   ტრენინგის  მესამე დღე, გავეცანი პროექტის დაგეგმვის ხერხებს. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. დავსახეთ სასწავლო მიზნები. გამოვკვეთეთ საკვანძო კითხვები.
  შევადგინეთ გეგმის მონახაზი.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

განვიხილეთ    პუბლიკაციის  მომზადება  პროექტის  სწავლების თემაზე,როგორ  უნდა  დავგეგმოთ  პუბლიკაცია.

განვიხილეთ   პროექტის  დიზაინის   საკითხები,დავიწყეთ  პროექტის   გეგმაზე   მუშაობა
გავეცანი    პორტფოლიოს  ''ჩეკლისტს''
დღე   ძალიან   საინტერესო გამოდგა.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ტრენინგის ძირითად მიზნებსა და მოთხოვნებს.

დავათვალიერეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი პროექტები;

ასევე ვნახეთ წარმატებული პროექტები.

შევქმენი საქაღალდე და გადმოვწერე ინფორმაციები.